₾1,295
დოჰა, კატარი • 4 ღამე / 3 დღე
საქართველოს მოქალაქეებს, კატარის სახელმწიფოში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ ვიზა. მოკლევადიანი ვიზიტისას 30 დღემდე ერთჯერადი ვიზის მიღება ხდება ქვეყნის საზღვრის კვეთის დროს, პასპორტში სტიკერის ჩაკვრის სახით. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ნებართვა გაიხანგრძლივონ დამატებით 30 დღით, აღნიშნულ ვებ-გვერდზე: https://portal.moi.gov.qa/qatarvisas/ კატარის საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: • პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა, კატარში შესვლის დღისათვის აღემატება 6 თვეს; • სასტუმროს ჯავშანი; • უკან დასაბრუნებელი ბილეთი; • სამოგზაურო დაზღვევა; 2023 წლის 1 თებერვლიდან კატარში მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, რაც გულისხმობს შემდეგს: უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც კატარში მიემგზავრებიან ვიზიტორად, საზღვრის კვეთისას ვალდებულნი არიან წარადგინონ სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ფარავს კატარში მათი ყოფნის პერიოდს. აღნიშნული სამედიცინო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია კატარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული შემდეგი სადაზღვეო კომპანიების ვებ-გვერდებზე: https://www.moph.gov.qa/english/derpartments/policyaffairs/hfid/hirs/insurancecompanies/Pages/default.aspx იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიზიტორი ფლობს ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას, სადაზღვეო პოლისი უნდა მოიცავდეს კატარს, უნდა იყოს ძალაში პირის კატარში მოგზაურობის პერიოდში და გაცემული კატარში რეგისტრირებული ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის მიერ. კატარის საელჩოს კოორდინატები ქ. თბილისში: მისამართი: ლვოვის ქ.17, 0160 თბილისი ტელ: +995 32 2244490 ელ.ფოსტა: tbilisi@mofa.gov.qa ვებ-გვერდი: https://tbilisi.embassy.qa/en
მიმოხილვები ჯერ არ არის — იყავით პირველი, ვინც გაუზიარებს შთაბეჭდილებას!