₾850
პარიზი, საფრანგეთი • 5 დღე / 4 ღამე
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში მოკლე ვიზიტით გამგზავრება უვიზოდ. უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება გრძელვადიან ვიზიტებზე, მაგალითად, უმაღლესი განათლების ან დასაქმების მიზნით. ნებისმიერი მოკლევადიანი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. 2025 წლის 12 ოქტომბრიდან შენგენის სივრცეში ახალი შესვლა/გასვლის სისტემა (EES) ამოქმედდება. აღნიშნული სისტემა საზღვრის მართვის ახალი, ციფრული სისტემაა, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მოკლევადიანი ვიზიტით შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღრიცხვა, მათი ბიომეტრიული მონაცემების (სახის გამოსახულება და თითის ანაბეჭდები) შეგროვება და ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. აღნიშნული სისტემა თანდათან ჩაანაცვლებს პასპორტში შესვლა/გასვლის შტამპების დატანის პრაქტიკას. შენგენის ზონის ქვეყნები ეტაპობრივად დანერგავენ თავიანთ გარე საზღვრებზე შესვლა/გასვლის სისტემას, რომელიც სრულად ამოქმედდება 2026 წლის 10 აპრილისთვის. 🔗 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://travel-europe.europa.eu/ees . ⚠️ყურადღება! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესვლა/გასვლის სისტემა არ წარმოადგენს ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS), რომელიც გულისხმობს ევროპაში მოგზაურობის მსურველთათვის წინასწარ ელექტრონულ ავტორიზაციას. გამგზავრებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობის წესებს! ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ: https://geoconsul.gov.ge/ka/visa-free-travel
მიმოხილვები ჯერ არ არის — იყავით პირველი, ვინც გაუზიარებს შთაბეჭდილებას!